„სამეფო კლუბში“ ფონსეკას ზიდანის შემცვლელად განიხილავენ
„სამეფო კლუბში“ ფონსეკას ზიდანის შემცვლელად განიხილავენ

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ, შესაძლოა, იტალიური კლუბი მალე დატოვოს,  – იუწყება Corriere dello sport.

გამოცემის ინფორმაციით, პორტუგალიელ სპეციალისტს „რეალის“ ხელმძღვანელობა აკვირდება და „სამეფო კლუბში“ ფონსეკას ზიდანის შემცვლელად მოიაზრებენ.

ფონსეკას კონტრაქტი რომაულ კლუბთან ამ წლის ზაფხულში იწურება. თუ „რეალი“ მიმდინარე სეზონში მნიშვნელოვანი ჯილდოების გარეშე დარჩება, ზიდანის მადრიდულ კლუბში დარჩენაც ეჭვქვეშ დადგება. იტალიური გამოცემა ვარაუდობს, რომ ამ შემთხვევაში ფონსეკა ზიდანის ერთ-ერთი ყველაზე რეალური ალტერნატივა იქნება.

ლა ლიგას სატურნირო ცხრილში „რეალი“ მეორე ადგილზეა, ფონსეკას შეგირდები კი იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მეოთხე პოზიციაზე იმყოფებიან.

დატოვე კომენტარი