სამეფო კლუბის მეფური გადაწყვეტილება - „რეალში“ ხელფასებს არ შეამცირებენ
სამეფო კლუბის მეფური გადაწყვეტილება - „რეალში“ ხელფასებს არ შეამცირებენ

მადრიდის „რეალის“ ხელმძრვანელობამ გადაწყვიტა, რომ „კორონავირუსის“ მოთამაშეთა ხელფასები არ შემცირდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გუნდის დადებითი ფინანსური მდგომარეობაა – ბოლო 10 წლის განმავლობაში, „რეალმა“ 324 მილიონი ევრო მიიღო.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ სამეფო კლუბი შედარებით მცირე თანხას ხარჯავს ხელფასებზე, ვიდრე მაგალითად, „ბარსელონა“. „რეალის“ წლიური სახელმფასო ბიუჯტი 283 მილიონი ევროა, ხოლო კატალონიელები – 427 მილიონი. მადრიდელებს პრობლემა ნაკლებად სწორედ ამის გამო აწუხებთ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპული ფეხბურთის გრანდებმა, „ბარსელონამ“, „ბაიერნმა“ და „იუვენტუსმა“ ფეხბურთელების ხელფასების შემცირება გადაწყვიტეს.