სამედიცინო შემოწმებამ კონტრაქტი ჩაშალა - ოქრიაშვილი „ჯეონბუკში“ აღარ ითამაშებს, ის თავისუფალი აგენტია #1TVSPORT
სამედიცინო შემოწმებამ კონტრაქტი ჩაშალა - ოქრიაშვილი „ჯეონბუკში“ აღარ ითამაშებს, ის თავისუფალი აგენტია #1TVSPORT

„ჯეონბუკმა“ ქართველი ფეხბურთელისგან კონტრაქტის შეთავაზება ცუდი ფიზიკური დატვირთვის გამო გააუქმა – ინფორმაციას სამხრეთ კორეის ჩემპიონი კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

სამხრეთ კორეის საფეხბურთო კლუბში აცხადებენ, რომ ქართველი თავდამსხმელის, თორნიკე ოქრიაშვილის კონტრაქტის შეთავაზება გაუქმდა მას შემდეგ, როდესაც სამედიცინო შემოწმება წარმატებით ვერ გაიარა.

„კონრაქტზე ხელმოწერის შესახებ 15 ივლისს გამოცხადდა, მაგრამ 30 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო ტესტების დამატებითი რაუნდი ვერ ჩააბარა. კონტრაქტის შეთავაზება მოთამაშის თანხმობით გაუქმდა“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ივლისის დასაწყისში კლუბმა კონტრაქტი შეუწყვიტა იაპონელ ნახევარმცველ ტაკაჰირო კუნიმოტოს მას შემდეგ, რაც ის მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. „ჯეონბუკმა“ ასევე დაკარგა თავდამსხმელი სტანისლავ ილიუჩენკო – ოქრიაშვილს სწორედ ის უნდა შეეცვალა.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილს უთამაშია საქართველოში, უკრაინაში, ბელგიაში, თურქეთსა და რუსეთში, ხოლო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 50 მატჩი ჩაატარა.