სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა - კამარამ „დინამოსთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა - კამარამ „დინამოსთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ „დინამო თბილისმა“ უსმანე კამარასთან დაკავშირებული სატრანსფერო პროცედურა დაასრულა და გვინეელი ლეგიონერი საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ღირსებას დაიცავს.

გორის „დილას“ ფეხბურთელმა, უსმანე კამარამ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და თბილისურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ტრანსფერი ერთი კვირის წინ გაცხადდა, როდესაც „დინამო თბილისმა“ უსმანე კამარას გამოსყიდვასთან დაკავშირებით გორის „დილასთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა, მაგრამ გვინეელ შემტევთან დედაქალაქურმა კლუბმა კონტრაქტი სამედიცინო შემოწმების გავლამდე არ გააფორმა.

უსმანე კამარამ 2021 წლის სეზონი განათხოვრების წესით გორის „დილაში“ გაატარა. ამ კლუბის მაისურით 40 შეხვედრა ჩაატარა, ათი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. „დილასთან“ ერთად კამარამ ეროვნული ლიგის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

სხვადასხვა დროს გვინეელ შემტევს ნორვეგიულ „ვალერანგაში“, შვედურ „ესკელსტუნა სიტიში“, „ესკელსტუნასა“ და მშობლიურ „ატუგაში“ უთამაშია. ბოლოს კამარას ტრანსფერი ნორვეგიულ „ვალერანგას“ ეკუთვნოდა. გორის „დილამ“ ტრანსფერი ახლა გამოისყიდა და ფეხბურთელი „დინამოში“ გაუშვა.

უსმანე კამარას 2015 წელს 17-წლამადე ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გვინეის ნაკრების შემადგენლობაში ორი მატჩი აქვს ჩატარებული.