სამცხე-ჯავახეთში სამწვრთნელო კურსები დაიწყო
სამცხე-ჯავახეთში სამწვრთნელო კურსები დაიწყო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რეგიონული ფედერაციების ჩართულობით, ეროვნული კატეგორიის С ლიცენზიის მქონე მწვრთნელების გადამზადების პროცესს აგრძელებს. ამ პროექტით, მიმდინარე წლის ბოლომდე, მწვრთნელები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადამზადდებიან.

ახალციხეში ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსები გაიმართა – ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იყო, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფედერაცია კი აქტიურად მონაწილეობდა.

ორდღიანი სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა და სამცხე-ჯავახეთში დასაქმებული ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელები მონაწილეობდნენ. გადამზადების შემდეგ თითოეული მათგანი უეფას C სამწვრთნელო ლიცენზიას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, მწვრთნელებისათვის ზემოხსენებული კურსი სრულიად უფასოა.