სამბოს ფედერაცია ლაშა ტალახაძეს თანადგომას უცხადებს

13:08, 08.02.2020

საქართველოს სამბოს ფედერაციამ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ლაშა ტალახაძეს თანადგომა გამოუცხადა – „საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია გმობს ჩვენი სასახელო სპორტსმენის, ლაშა ტალახაძის მიმართ მიმდინარე ბინძურ კამპანიას. ქვეყნისა და ერის წინაშე მისი ღვაწლი ფასდაუდებელია! საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებს ლაშას!“

მსგავსი