სამბომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან დროებითი აღიარება მიიღო

15:29, 30.11.2018

სამბომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან დროებითი აღიარება მიიღო. ასეთია ტოკიოში სოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება.

„დღეს ახდა მთელი მსოფლიოს სამბისტების ოცნება. სამბომ, როგორც სპორტის სახეობამ, დროებითი აღიარება მიიღო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან„, – განაცხადა FIAS-ის პრეზიდენტმა ვასილი შესტაკოვმა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღიარება საშუალებას მისცემს სამბოს, მომავალში შევიდეს ოლიმპიურ პროგრამაში, აგრეთვე, მიიღოს ყოველწლიური დაფინანსება სოკ-სგან.

ოლიმპიურ ოჯახში შესვლის პირველი მცდელობა სამბოს 2009 წელს ჰქონდა.

მსგავსი