სამბო – ხუთი ქართველი ფინალშია, ერთი კი ბრინჯაოსთვის ჭიდაობს | მინსკი 2019
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, ქართველთაგან ხუთი სამბისტი ფინალში გავიდა, ხოლო ერთი ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს.
82 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ბესარიონ ბერულავამ ნახევარფინალურ შეხვედრაში სომეხ დავით გრიგორიანთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის რუმინელ სერგიუ ოსლობანუს წინააღმდეგ იჭიდავებს.
რაც შეეხებათ ფინალში გასულ ქართველებს, ესენი არიან ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ), რომელიც რუს საიან ხერტეკთან იჭიდავებს, მინდია ლილუაშვილი (68 კგ), რომელიც ბელარუს ალექსანდრ კოკშას შეხვდება, დავით ლორიაშვილი (100 კგ), რომელიც ლატვიელ ვიქტორს რესკოს დაუპირისპირდება, ნინო ოძელაშვილი, რომელიც ბელარუს ანჟელა ჟილინსკაიასთან გაარკვევს ურთიერთობას და ელენე ქებაძე, რომელიც უკრაინელ ანასტასია საპსაის დაეჭიდება.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე იწყება.







