სამბისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 17 მედალი მოიპოვეს
სამბისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 17 მედალი მოიპოვეს

კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა ევროპირველობა გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე ჯამში 17 მედალი მოიგო, აქედან სამი უმაღლესი სინჯის, რვა ვერცხლისა და ექვსი ბრინჯაოსი.

ჭაბუკებში ჩემპიონის ტიტული 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე კობა აკოფაშვილმა მოიპოვა. ვერცხლის მედლების მფლობელები ანზორ სიდამონიძე (52კგ), ვიტალი ქაქუთია (56კგ), ელიზბარ თურქია (60კგ), გიორგი ჩაგელიშვილი (87კგ) და საბა ინანეიშვილი (+87კგ) გახდნენ. მესამე საპრიზო ადგილზე ვახტანგ ტაბარუკიშვილი (56კგ) და გიორგი შერაზადიშვილი (81კგ) გავიდნენ.

ახალგაზრდებში კონტინენტის საუკეთესო სამბისტის წოდება გაგა ბახტიძემ (68კგ) და თორნიკე გვიჭიანმა (74კგ) მოიპოვეს. ომარ საური (100კგ) და ლევან ცარელაშვილი (+100კგ) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. ბრინჯაოს მედლები გიორგი მეხრიშვილმა (48კგ), გოგა ვარდოსანიძემ (52კგ), დიმიტრი კობაურმა (82კგ) და გოჩა ღვაჩლიანმა (90კგ) მოიგეს. გოგონებში ვერცხლის მედალს მარიამ ცერცვაძე (+80კგ) დაეუფლა.

ჭაბუკთა შორის ქართველებმა არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავეს, ახალგაზრდებში კი მეორე პოზიციაზე აღმოჩნდნენ.