სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს [ფოტო]
სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს [ფოტო]

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გზა გადაიკეტა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

მისი ინფორმაციით, პირველი სკოლიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემდე გზის ჩაკეტვის გადაწყვეტილება სამართალდამცველებმა მიიღეს.

მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტთა მცირე ნაწილი საავტომობილო გზაზე გადავიდა და საავტომობილო მოძრაობა შეზღუდა. ისინი სამართალდამცველების მოთხოვნას, დაბრუნებულიყვნენ ტროტუარზე, არ დაემორჩილნენ. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა გზა თავად გადაკეტეს.