სალუქვაძემ და მაჭავარიანმა კვალიფიკაცია გაიარეს

11:12, 22.06.2019

მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველმა ტყვიის მსროლელებმა ნინო სალუქვაძემ და ცოტნე მაჭავარიანმა პნევმატური პისტოლეტით შერეულ გუნდებს შორის შეჯიბრში საკვალიფიკაციო ეტაპი მერვე ადგილზე დაასრულეს და მომდევნო ეტაპზე იასპარეზებენ.

ქართველებმა ჯამში 572 ქულა დააგროვეს.

მომდევნო ეტაპი თბილისის დროით 12:15 საათზე დაიწყება.

მსგავსი