სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ლიეტუვიდან შვიდკაციანი დელეგაცია ჩამოვა
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ლიეტუვიდან შვიდკაციანი დელეგაცია ჩამოვა

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ლიეტუვიდან შვიდკაციანი დელეგაცია ჩამოვა, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, გიედრიუს პუოჯუნასმა განაცხადა.

როგორც პოუჯუნასმა ჟურნალისტებს განუცხადა, საპატიო დელეგაციას ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანსკიეტისი უხელმძღვანელებს.

პრეზიდენტის ინაუგურაცია კვირას, 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.