სალომე ზურაბიშვილი - წამდაუწუმ ითხოვენ პრეზიდენტის კომენტარებს, თითქოსდა ვალდებულია, გამოხატოს პოზიცია პოლიტიკურ მოვლენებზე, პრეზიდენტი უნდა იყოს პარტიებისგან დაშორებული
სალომე ზურაბიშვილი - წამდაუწუმ ითხოვენ პრეზიდენტის კომენტარებს, თითქოსდა ვალდებულია, გამოხატოს პოზიცია პოლიტიკურ მოვლენებზე, პრეზიდენტი უნდა იყოს პარტიებისგან დაშორებული

წამდაუწუმ ითხოვენ პრეზიდენტის კომენტარებს, თითქოსდა ვალდებულია, გამოხატოს პოზიცია პოლიტიკურ მოვლენებზე, პრეზიდენტი უნდა იყოს პარტიებისგან დაშორებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თმით, პრეზიდენტის მიერ პოზიციის გამოხატვა იქნება ჩარევა ხელისუფლების სხვა შტოების კომპეტენციაში.

„მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით მედიისა თუ საზოგადოების მხრიდან ბევრი კითხვა დაისვა. მათზე წამდაუწუმ ითხოვენ პრეზიდენტის კომენტარებს. ისმის ბრალდება, თითქოსდა იგი ვალდებულია, გამოხატოს პოზიცია ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენასთან მიმართებით. ეს არ შეესაბამება პრეზიდენტისთვის ახალი კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას. პრეზიდენტი უნდა იყოს პარტიებისგან დაშორებული; უნდა იდგეს ამ რყევების ზემოთ, რამეთუ ის წარმოადგენს სახელმწიფოს მდგრადობის, უცვლელობის სიმბოლოს. ის არის სახელმწიფო მოღვაწე და არა პარტიული ფიგურა.

პრეზიდენტის მიერ პოზიციის გამოხატვა იქნება ჩარევა ხელისუფლების სხვა შტოების კომპეტენციაში. თუმცა, სულ სხვაა, როცა პოზიციის გამოხატვა ეხება არა უშუალოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრინციპებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.