სალომე ზურაბიშვილი - ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, ის სამაგალითო ლიდერია, მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას
სალომე ზურაბიშვილი - ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, ის სამაგალითო ლიდერია, მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო დგას უკრაინის გვერდით.

„ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ.

უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის ამ ტრაგიკულ დროს, პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია. მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას“, – წერს „ტვიტერში“ სალომე ზურაბიშვილი.