სალომე ზურაბიშვილი - ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას გილოცავთ, მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა
სალომე ზურაბიშვილი - ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას გილოცავთ, მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ულოცავს.

„დამდეგ ახალი წლის მოლოდინი გაგვიმართლდა და მეტად სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა! ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას ყველას გილოცავთ, ვულოცავ მის ოჯახს და ახლობლებს და სრულიად საქართველოს! მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა!“ – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა.