სალომე ზურაბიშვილი თელავში ინაუგურაციის სამზადისს ეცნობა
სალომე ზურაბიშვილი თელავში ინაუგურაციის სამზადისს ეცნობა

ინაუგურაციისთვის მზადების დეტალებს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადგილზე ეცნობა.

სალომე ზურაბიშვილი თელავში ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში კვირას, 16 დეკემბერს  გაიმართება.