სალომე ზურაბიშვილი - შეწყალების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე და შევატყობინე პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერსა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს
სალომე ზურაბიშვილი - შეწყალების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე და შევატყობინე პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერსა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილს შეწყალების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

ამასთან, როგორც „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა განაცხადა, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მან შეატყობინა პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერსა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს.

„სრულიად დამოუკიდებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება, რაც არ ნიშნავს, რომ იმ გარკვეულ პერიოდში, იმ ბოლო პერიოდში, გადაწყვეტილების გაჟღერებამდე. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი სხვათა შორის ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ  როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, შევატყობინე შტოებს, ინსტიტუტებს ქვეყნის, რადგან არ შეიძლება, ეს გადაწყვეტილება იყოს სრულიად მოულოდნელი. შევატყობინე კონკრეტულად პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერსა და „ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.