სალომე ზურაბიშვილი - საზღვარგარეთ არ გავაკეთებ განცხადებებს შინაურ საქმეებზე და მით უმეტეს შეწყალებაზე, რომელიც ჩემი დისკრეციული უფლებაა
სალომე ზურაბიშვილი - საზღვარგარეთ არ გავაკეთებ განცხადებებს შინაურ საქმეებზე და მით უმეტეს შეწყალებაზე, რომელიც ჩემი დისკრეციული უფლებაა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც სახელმწიფო ვიზიტით იტალიაში იმყოფება, კომენტარი არ გააკეთა სახალხო დამცველის მოწოდებაზე, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.

„ჯერ ერთი, პასუხი არ მევალება და არ ვაკეთებ საზღვარგარეთ განცხადებებს შინაურ საქმეებზე და მით უმეტეს შეწყალებაზე, რომელიც არის ჩემი დისკრეციული უფლება და კომენტარებს არ ვაკეთებ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დღეს ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა. ლომჯარია მიიჩნევს, რომ ეს განაჩენი დაუსაბუთებელია და პრეზიდენტს მიმართავს, შეწყალების უფლება გამოიყენოს.