სალომე ზურაბიშვილი - საქართველო იაპონელი ხალხის გვერდით დგას
სალომე ზურაბიშვილი - საქართველო იაპონელი ხალხის გვერდით დგას

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპულებთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. სალომე ზურაბიშვილმა განცხადება „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

„ვუსამძიმრებ ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. საქართველო იაპონელი ხალხის გვერდით დგას ამ მძიმე დროს და იმედი აქვს, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ, ქვეყანა სწრაფად შეძლებს აღდგენას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად იაპონიაში 70 ადამიანი დაიღუპა.