სალომე ზურაბიშვილი – პრეზიდენტი იდეების გენერატორი უნდა იყოს და მე მაქვს ასეთი იდეები

19:30, 25.09.2018

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ურეკისა და ლანჩხუთის შემდეგ ამომრჩევლებს ჩოხატაურში შეხვდა. მან ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„პრეზიდენტი იდეების გენერატორი უნდა იყოს და მე მაქვს ასეთი იდეები.

არ ვიცით, საქართველოს ადგილი სად არის ამ გლობალურ მსოფლიოში, ამის გზამკვლევი ვიქნები მე, რადგან კარგად ვიცი, გარეთ რა ხდება. ამისთვის უნდა ვიყო თქვენი პრეზიდენტი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და ამომრჩევლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მსგავსი