სალომე ზურაბიშვილი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ საბერძნეთს სამძიმარს უცხადებს
სალომე ზურაბიშვილი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ საბერძნეთს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ საბერძნეთს სამძიმარს უცხადებს.

„ეგეოსის მიწისძვრა, საშინელი ტრაგედიაა.

დაიღუპნენ ადამიანები, განადგურდა ინფრასტრუქტურა. ამ რთულ მომენტში, საქართველო საბერძნეთის გვერდით დგას.

ვუსამძიმრებ პრეზიდენტ საკელაროპულუს, გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერში“.