სალომე ზურაბიშვილი – მაია სანდუს ვესაუბრე იმ ისტორიული გეზის შესახებ, რომელიც ასოცირებული ტრიოს სამმა ქვეყანამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე აიღო
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან.
„ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს იმ ისტორიული გეზის შესახებ, რომელიც ასოცირებული ტრიოს სამმა ქვეყანამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე აიღო.
უახლოეს მომავალში, ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელსაც გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“.
Talked with @sandumaiamd on the historic course that the three countries of the Association Trio have taken on their path to Europe. We look forward to the decision of the EU in the near future, a decision of geopolitical envergure. pic.twitter.com/LgICbsxCo8
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) May 27, 2022