სალომე ზურაბიშვილი ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს, – ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„საქართველოს, კავკასიის რეგიონსა და მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი, ძლიერი და დემოკრატიული ამერიკა.
მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას, რათა ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობა და კავშირები კიდევ უფრო გავამყაროთ და გავაღრმავოთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი პერსონალურად ულოცავს ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, როგორც აშშ-ის ისტორიაში პირველ ვიცე-პრეზიდენტ ქალს და უსურვებს წარმატებებს.
My congratulations @JoeBiden! #Georgia, the #Caucasus region, and the world need a free, strong and democratic America.
I look forward to working with you to make the cooperation and the bonds between our two nations stronger and deeper. 🇬🇪🤝🇺🇸
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 7, 2020
As the #firstwomanVP in United States history, I want to personnally congratulate you, @KamalaHarris and wish you success! 🇬🇪🤝🇺🇸
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 7, 2020