სალომე ზურაბიშვილი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება

23:58, 21.05.2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმება.

„ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას მივესალმები, რომელიც მიზნად ისახავს ტრაგიკული და სასიკვდილო მოქმედებების დასრულებას.

ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობის დამყარებას აბსოლუტურად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერში“.

ისრაელმა და მოძრაობა „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 20 მაისს განაცხადეს. შეთანხმების ინიციატორი ეგვიპტე იყო.

მსგავსი