ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის განახლების საკითხზე, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, აშშ-ისა და გერმანიის ელჩებს შეხვდა
ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის განახლების საკითხზე, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, აშშ-ისა და გერმანიის ელჩებს შეხვდა

პრეზიდენტი პოლიტიკურ დიალოგსა და შერიგების პროცესებში ჩართვისთვის კიდევ ერთხელ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, აშშ-ისა და გერმანიის ელჩებს შეხვდა.

„საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ ოპონენტებს დიალოგის განახლების გზების გამონახვასთან დაკავშირებით ფასილიტატორ ელჩებს შეხვდა, რომელსაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპის საბჭოს ელჩი კრისტიან ურსე, აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მიხაელ ფაბრი ესწრებოდნენ.

მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაცვალეს და პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ სრული მზადყოფნა გამოთქვა პოლიტიკური დიალოგისა და შერიგების პროცესებში ჩართვისთვის“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი