სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსთვის ძალიან დიდი პატივია, რომ აქ ტარდება ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსთვის ძალიან დიდი პატივია, რომ აქ ტარდება ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი

საქართველოსთვის ძალიან დიდი პატივია, რომ აქ ტარდება ძალოსნობის ამ წლის ჩემპიონატი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

„ყველას მოგესალმებით. ვფიქრობ, ეს არის დიდი დღე ბათუმისთვის და არის დიდი დღე საქართველოსთვის. ძალიან დიდი პატივია საქართველოსთვის, რომ აქ ტარდება ძალოსნობის ამ წლის ჩემპიონატი. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ მოიპოვა ამ სპორტის სახეობაში და არა მხოლოდ ამ სპორტის სახეობაში, საერთაშორისო სპორტული თანამეგობრობის ნდობა.

ეს არის დამსახურება ჩვენი წარმატებული სპორტსმენების, რომლებსაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ბათუმში დღეს ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა.