სალომე ზურაბიშვილი – ჟენევის ფორმატი უნდა გავაცოცხლოთ და გავააქტიუროთ
ჟენევის ფორმატი უნდა გავაცოცხლოთ და გავააქტიუროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ეფექტური დიპლომატიური ქმედებებია საჭირო.
„ტერიტორიები, რომლებიც ჩვენი კონტროლის ქვეშ არ არის, ნიშნავს, რომ ჩვენი კონტროლისა და ბერკეტის ქვეშ არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა – დიპლომატიური გზა, კიდევ უფრო ეფექტური დიპლომატიური ქმედებების დაწყება.
არაერთხელ ვისაუბრე იმაზე, რომ ჟენევის ფორმატი უნდა გავაცოცხლოთ, გავააქტიუროთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.