სალომე ზურაბიშვილი - დიდი სურვილი მაქვს, ამ ქვეყანაში ჩანაწერებიდან გამოვიდეთ
სალომე ზურაბიშვილი - დიდი სურვილი მაქვს, ამ ქვეყანაში ჩანაწერებიდან გამოვიდეთ

დიდი სურვილი მაქვს, ამ ქვეყანაში ჩანაწერებიდან გამოვიდეთ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს დღეს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და ჩანაწერების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ვერ გიპასუხებთ, რატომ ჩაითვალა, რომ ახლა უნდა გამოქვეყნდეს ეს ჩანაწერები. საერთოდ, დიდი სურვილი მაქვს, ამ ქვეყანაში ჩანაწერებიდან გამოვიდეთ და გადავიდეთ ცოტა სხვა ჭრილში, რომელიც აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისთვის. მგონია, აქ მე გამოვხატავ არა ჩემს პირად აზრს, არამედ საზოგადოების სურვილს“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გაიხსნა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ქარდავასა და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროს რევაზ შიუკაშვილს კი წარედგინათ ბრალდებები.