სალომე ზურაბიშვილი - არავის გეწყინოთ, მაგრამ ეროვნული თანხმობის პროცესში გარკვეული როლი ექნებათ ქალებს
სალომე ზურაბიშვილი - არავის გეწყინოთ, მაგრამ ეროვნული თანხმობის პროცესში გარკვეული როლი ექნებათ ქალებს

არავის გეწყინოთ, მაგრამ ეროვნული თანხმობის პროცესში გარკვეული როლი ექნებათ ქალებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ვიღაცამ უკვე თქვა, გენდერული ნიშნით ყოფს საზოგადოებასო. არავის არ ვყოფ არავისგან, მაგრამ ფაქტი არის, რომ ქალებს აქვთ ცოტა სხვა ხედვა, რაც მათთან შეხვედრების დროს ვიგრძენი. ჯერ ერთი, ჩვენს ტრადიციაშია, მანდილიდან დაწყებული, კრავაი ჯაყელით გაგრძელებული და ა.შ. ქალების ეს როლი არ იქნა გამოყენებული რეალურად ამ ძალიან დაძაბული პოლიტიკური კრიზისის პერიოდში, დეპოლარიზაციისთვის არ იქნა გამოყენებული და ეს არის მიმართულება, რომელიც მსოფლიოშიც არის, დღეს დეპოლარიზაციასთან გამკლავებაში ქალებს აქვთ რაღაც სხვა მიდგომები. მინდა, გითხრათ, რომ მაისში მოვიწვიე ქალთა ლიდერების კონფერენცია სწორედ კონფლიქტების საკითხებზე, ოღონდ არა მხოლოდ საერთაშორისო კონფლიქტებზე, აქ შედის შიდა კონფლიქტიც; იქნებიან ქალი ლიდერები არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ასევე ბიზნესის და სხვა სფეროებიდან. იმედი მაქვს, რომ გვექნება რაღაც სათქმელი, უკვე ამ პროცესის პირველი შედეგის წარდგენას შევძლებთ; შეიძლება, საქართველო გახდეს ერთგვარი მაგალითი, რომ ვუმკლავდებით ამ პოლარიზაციის საშინელ სენს, რომელიც რეალურად ყველგან გადადის.

საფრანგეთს რომ ვუყურებ ზოგჯერ, იგივე ფენომენი იწყება იქ, რაც გავლილი გვაქვს, ოღონდ ჩვენ დავიწყეთ ბევრად ადრე. ასე რომ, ჩვენი ვალდებულება არის, რომ ეს საკითხი ადრე მოვაგვაროთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.