სალომე ზურაბიშვილი - არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები
სალომე ზურაბიშვილი - არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები

არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ თავისი გადაწყვეტილება განმარტა.

„გადაწყვეტილება მივიღე, გამოვცე უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეწყალება შევა ძალაში, მინდა, მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც ჩემი დღევანდელი გადაწყვეტილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიოს. სანამ ავხსნი ჩემი ამ ურთულესი გადაწყვეტილების მიზეზს, ყველას გასაგებად კიდევ ერთხელ უნდა განვმარტო შეწყალების არსი. არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.