სალომე სამადაშვილი - სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა სწორი იდეაა და ჩვენი ფრაქცია მხარს დაუჭერს
სალომე სამადაშვილი - სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა სწორი იდეაა და ჩვენი ფრაქცია მხარს დაუჭერს

სწორი იდეაა და ჩვენი ფრაქცია მხარს დაუჭერს სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ლელოს“ ფრაქციის წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასტან, სამადაშვილს მიაჩნია, რომ ოპოზიციამ უნდა შეაჯეროს პოზიციები ყველა საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელთა შექმნაზეც ინიციატივები არის წამოყენებული.

„წინასწარი კონსულტაციები უკვე გვქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, როდესაც მათ რამდენიმე კვირის წინ გაუჩნდათ იდეა, რომ პარლამენტში შექმნილიყო საგამოძიებო კომისია. ჩვენი აზრით, ეს არის სწორი იდეა და შესაბამისად, ჩვენი ფრაქციის მხარდაჭერა საგამოძიებო კომისიის შექმნას ექნება. თქვენ იცით, რომ სხვა საგამოძიებო კომისიის თაობაზე სხვა ინიციატივებიც არის პარლამენტში და მიგვაჩნია, რომ ოპოზიციამ უნდა შეაჯეროს პოზიციები ყველა ამ საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე; ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით და საპარლამენტო კონტროლის ეს მნიშვნელოვანი მექანიზმი ავამუშაოთ პარლამენტში. ჩემი პოზიციაა, რომ ეს შეიძლება არ იყოს ერთი საგამოძიებო კომისია, რადგან სხვა თემებიც არის, რომელიც მოითხოვს კომისიის შექმნას.

თუკი ვთანხმდებით, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის მექანიზმის ამუშავება არის მნიშვნელოვანი, ცხადია, არსებობს რიგი საკითხები, მათ შორის არის ჩვენი ინიციატივა 5 ივლისის საქმის მოვლენების გამოძიებაზე; თუ ვთანხმდებით, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობა არის მნიშვნელოვანი და „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ თუ გადახედა საკუთარ პოზიციას ამასთან დაკავშირებით, ცხადია, ბევრი საკითხია, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, თუ რა მიმართულებით უნდა გამოვიყენოთ ეს მნიშვნელოვანი ბერკეტი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დატოვე კომენტარი