სალომე სამადაშვილი - მეტი დრო უნდა დავუთმოთ პრობლემებს, რაც ადამიანებს აწუხებთ, ვიდრე პოლიტიკურ პროცესებს, რომლებსაც სამართლიანად უყურებენ ძალიან განყენებულად
სალომე სამადაშვილი - მეტი დრო უნდა დავუთმოთ პრობლემებს, რაც ადამიანებს აწუხებთ, ვიდრე პოლიტიკურ პროცესებს, რომლებსაც სამართლიანად უყურებენ ძალიან განყენებულად

მეტი დრო უნდა დავუთმოთ პრობლემებს, რაც ადამიანებს აწუხებთ, ვიდრე პოლიტიკურ პროცესებს, რომლებსაც სამართლიანად უყურებენ ძალიან განყენებულად, – ასეთ კომენტარს აკეთებს ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი NDI-ის ბოლო კვლევის იმ ნაწილზე, სადაც პოლიტიკური პარტიების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებაზე არის საუბარი.

სამადაშვილი მიიჩნევს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პროცესი საკუთარ თავში ჩაიკეტა.

„არაერთხელ მითქვამს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პროცესი საკუთარ თავში ჩაიკეტა. მუდმივი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, მათ შორის პოლიტიკურ აქტორებს ძალიან ხშირად უწევთ საუბარი და საუბრობენ იმ თემებზე, რომელზეც საბოლოო ჯამში საზოგადოება ვერ ხედავს, როგორ არის კავშირში მათ ყოველდღიურ პრობლემებთან და იმ საკითხებთან, რომელიც მათ აწუხებთ. ამიტომ მე არ მიკვირს ეს შედეგი. ჩვენთვის პირადად, მათ შორის ჩემი პარტიისთვის ეს არის მნიშვნელოვანი მონაცემი. შესაბამისად, ჩვენი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა დავგეგმოთ სწორედ იმგვარად, რომ დავუთმოთ მეტი დრო იმ პრობლემებს, რაც ადამიანებს აწუხებთ, ვიდრე პოლიტიკურ პროცესებს, რომლებსაც ადამიანები სამართლიანად ძალიან განყენებულად უყურებენ საკუთარი ცხოვრებისგან“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.