სალომე სამადაშვილი - ეს რაღაც კასრების თემა დემაგოგიაა, არანაირი ფაქტები არ არის
სალომე სამადაშვილი - ეს რაღაც კასრების თემა დემაგოგიაა, არანაირი ფაქტები არ არის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი დემაგოგიურს უწოდებს შეკითხვას ე.წ. კასრების საქმეზე.

„არანაირი ფაქტები არ არის“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში თემის კომენტირებისას სამადაშვილმა.

სამადაშვილი ე.წ. კასრების საქმეს რუსული პროპაგანდის ხერხებით შექმნილ მითს უწოდებს.

„ეს რაღაცა კასრების თემა არის დემაგოგია. თქვენ ახლა გადადიხართ ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც არის შავ-ბნელი რუსული პროპაგანდის ხერხებით შექმნილი რაღაც მითები“, – მიმართა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვა დასვა.

დატოვე კომენტარი