სალომე მელიამ ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა
სალომე მელიამ ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის, სადაც დღეს ერთდღიანი შესვენების შემდეგ მეექვსე ტურის პარტიები გაიმართა.

სალომე მელიამ თეთრი ფერის ფიგურებით მირანდა მიქაძე დაამარცხა, ბელა ხოტენაშვილმა თამარ წერეთელს მოუგო, მაკა ფურცელაძემ მერი არაბიძესთან წააგო, ნინო ბაციაშვილმა ლელა ჯავახიშვილს სძლია, ნინო ხომერიკმა კი სოფიო გვეტაძის დამარცხება შეძლო.
სალომე მელია 5,5 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, მას ერთი ქულით ნინო ბაციაშვილი ჩამორჩება, ლელა ჯავახიშვილს და ბელა ხოტენაშვილს 4-4 ქულა აქვთ.

ხვალ მეშვიდე ტურში გვეტაძე-მელიას, ჯავახიშვილი-ხომერიკს, არაბიძე-ბაციაშვილს, წერეთელი-ფურცელაძეს ხოლო მიქაძე-ხოტენაშვილს შეხვდება.