სალგადომ რივალდოსთან ნიძლავი წააგო და „ბარსელონას“ მაისურით ფოტოები გადაიღო

„რეალის“ ყოფილმა მცველმა მიჩელ სალგადომ მადრიდელთა უპრინციპულესი მეტოქის, კატალონიური „ბარსელონას“ მაისურით ფოტოები გადაიღო.

ესპანელმა ნიძლავი „ბარსელონას“ ყოფილ ვარსკვლავთან, ბრაზილიელ რივალდოსთან წააგო. ფეხბურთელები დანიძლავდნენ იმაზე, თუ მოედნის ცენტრიდან კარის ძელს ბურთს ვინ უფრო მეტჯერ გაარტყამდა.