სალაჰს მხარი ისევ აწუხებს - ფეხბურთელს მაისურის ჩაცმაში თანაგუნდელები დაეხმარნენ
სალაჰს მხარი ისევ აწუხებს - ფეხბურთელს მაისურის ჩაცმაში თანაგუნდელები დაეხმარნენ

ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მოჰამედ სალაჰი 19 ივნისს, სანკტ-პეტერბურგში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ტურის მატჩში შეძლებს თამაშს.
მაგრამ, როგორც ჩანს, ეგვიპტელთა ლიდერს ისევ აწუხებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიღებული ტრავმა. ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება ეგვიპტის ნაკრების ბოლო ვარჯიშზე გადაღებული ფოტოდან, რომელშიც სალაჰს პარტნიორები ეხმარებიან საწვრთნელი ფორმის ჩაცმაში.

შეგახსენებთ, რომ მარცხენა მხარის ტრავმის გამო, სალაჰმა გამოტოვა ურუგვაისთან პირველი ტურის მატჩი (0:1).