სალაჰს კლოპის გამო „ლივერპულის“ დატოვება უნდა
სალაჰს კლოპის გამო „ლივერპულის“ დატოვება უნდა

მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა ესპანურმა გაზეთმა „ასმა“.

„ლივერპულის“ ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა შესაძლოა, ამ ზაფხულს კლუბი გამოიცვალოს და ამისი მიზეზი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპია.

წყაროს ცნობით, ეგვიპტელმა უკვე აცნობა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ „ლივერპულის“ დატოვების სურვილი აქვს, მიზეზად კი ის მოიყვანა, რომ ინგლისურ კლუბს გერმანელ სპეციალისტთან ხანგრძლივი ვადით სურს კონტრაქტის გაფორმება.

აღნიშნავენ, რომ სალაჰის „ლივერპულიდან“ წასვლის სურვილი უკავშირდება მის ჩხუბს კლოპთან, და ამიტომაც არ სურს ფორვარდს მწვრთნელთან ერთობლივი მუშაობა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ეგვიპტელ ვარსკვლავს „რეალში“ გადასვლა უნდა, რომელიც აწარმოებს მოლაპარაკებებს ფეხბურთელის წარმომადგენლებთან.