სალაჰმა ტოკიოს ოლიმპიადაზე თამაშის სურვილი გამოთქვა
სალაჰმა ტოკიოს ოლიმპიადაზე თამაშის სურვილი გამოთქვა

„ლივერპულის“ ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა სურვილი გამოთქვა, მონაწილეობა მიიღოს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება.

აღვნიშნავთ, რომ ეგვიპტემ ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის უფლება ახალგაზრდული ნაკრების აფრიკის ეროვნებათა თასის ფინალში გასვლის შემდეგ მიიღო.

„სალაჰმა თქვა, რომ მზად იქნება ტოკიოსთვის. მან ამის შესახებ ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციას შეატყობინა. „ლივერპულთან“ არანაირი პრობლემა არ იქნება. გუნდი არ შეეწინააღმდეგება ფეხბურთელის სურვილს.

შეხედეთ მესისა და ნეიმარს. მათ უთამაშიათ თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში ოლიმპიადებზე“, – განაცხადა ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა აჰმედ შობაირმა.

თუ სალაჰი გაისად ოლიმპიადაზე გაემგზავრება, „ლივერპულში“ ახალი სეზონის სტარტს გამოტოვებს.