სალაჰმა თავის აგენტს "რეალთან" მოლაპარაკებების ნება დართო
სალაჰმა თავის აგენტს "რეალთან" მოლაპარაკებების ნება დართო

“ლივერპულის” ფორვარდი მოჰამედ სალაჰი შესაძლოა, “რეალში” გადავიდეს სათამაშოდ.

როგორც Daily Star წერს, 25 წლის ეგვიპტელი თანახმაა ესპანეთში გადაბარგებაზე.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა ნება დართო თავის აგენტს – მოლაპარაკებები აწარმოოს მადრიდელებთან. გარიგების თანხამ შესაძლოა, 100 მილიონი ევრო შეადგინოს.

შეგახსენებთ, რომ სალაჰი მიმდინარე წლის ზაფხულს 42 მილიონ ევროდ გადავიდა “ლივერპულში” “რომადან“. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ინგლისის ჩემპიონატში 15 გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა.

გარდა ამისა, ეგვიპტელმა მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის რვა შეხვედრაში, რომლებშიც ექვსი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.