სალაჰმა „რეალში“ გადასვლის სურვილი გამოთქვა
სალაჰმა „რეალში“ გადასვლის სურვილი გამოთქვა

„ლივერპულის“ ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა მეგობრებს განუცხადა, რომ მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურს, – ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა ჟურნალისტმა ექრემ ქონურმა.

წყაროს ცნობით, მერსისაიდული კლუბი მაქსიმალურად სარფიან წინადადებას აირჩევს ეგვიპტელის გასაყიდად. ფორვარდით ასევე ინტერესდებიან „პარი სენ-ჟერმენი“ და „მანჩესტერ სიტი“.

სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მოჰამედ სალაჰმა ყველა ტურნირში 21 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ეგვიპტელმა ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულის“ რიგებში 22 გოლი დააგროვა და ამ ტურნირზე ინგლისური კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

დატოვე კომენტარი