სალაჰმა „ლივერპულში“ კარიერა დაასრულა – ეგვიპტელი ტრავმის გამო ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს #1TVSPORT
„ლივერპულის“ გარემარბი მოჰამედ სალაჰი ამ სეზონში ვეღარ შეძლებს თამაშს მუხლის ტრავმის გამო, რომელიც „კრისტალ პალასთან“ მატჩში მიიღო.
ტრავმის სიმძიმის შესახებ ეგვიპტის ნაკრების დირექტორმა, იბრაჰიმ ჰასანმა ილაპარაკა სააგენტო Reuters-თან. მისი სიტყვებით, 33 წლის ფეხბურთელს მუხლისქვეშა მყესის გაწყვეტა დაუდგინეს და აღდგენას დაახლოებით ოთხი კვირა დასჭირდება.
ამასთან, ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ სალაჰი მზად იქნება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის.
ოფიციალურად არის გამოცხადებული, რომ მოჰამედ სალაჰი ამ სეზონის შემდეგ დატოვებს „ლივერპულს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით, ასე რომ, მან შაბათს უკანასკნელი მატჩი ჩაატარა მერსისაიდული კლუბის მაისურით.