სალაჰმა ხუთშაბათს შეზღუდვების გარეშე ივარჯიშა
სალაჰმა ხუთშაბათს შეზღუდვების გარეშე ივარჯიშა

ქალაქ ეკატერინბურგის მთავარ სტადიონზე, სადაც პარასკევს გაიმართება A ჯგუფის შეხვედრა ეგვიპტესა და ურუგვაის შორის, აფრიკული გუნდის ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო “ლივერპულის” ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა.

ფეხბურთელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ეტყობოდა და მკვეთრ მოძრაობებსაც აკეთებდა, შესაბამისად, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ვარჯიშობდა. შეგახსენებთ, რომ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მხარის ტრავმა მიიღო.
უფრო ადრე, ეგვიპტის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ექტორ კუპერმა განაცხადა, თითქმის 100 პროცენტით გადაწყვეტილია სალაჰის თამაში პარასკევს, ურუგვაის წინააღმდეგ.

ეგვიპტისა და ურუგვაის მატჩი 15 ივნისს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

 

 

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!