სალაჰმა 50-ე გოლი გაიტანა, ლივერპულმა ლიდერობა დაიბრუნა (ვიდეო)
სალაჰმა 50-ე გოლი გაიტანა, ლივერპულმა ლიდერობა დაიბრუნა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურში ლივერპულმა რთული გამარჯვება მოიპოვა სტუმრად საუთჰემპტონის წინააღმდეგ.

იურგენ კლოპის გუნდმა შეხვედრის დებიუტში გაუშვა გოლი შეინ ლონგისგან, თუმცა პირველივე ნახევარში ნაბი კეიტას მონდომებით გაათანაბრა. საყაიმო ანგარიში კარგა ხანი იყო ძალაში, მაგრამ თამაშის ბოლო 10 წუთში ლივერპულმა ორი გოლის გატანა მოახერხა – თავი გამოიჩინეს მოჰამედ სალაჰმა და ჯორდან ჰენდერსონმა.

აღსანიშნავია, რომ სალაჰი თითქმის ერთი თვე ვერ ახერხებდა გოლის გატანას – მისი ბოლო გოლი ცხრა თებერვლით თარიღდებოდა. ეგვიპტელისთვის ეს იყო 50-ე გოლი პრემიერლიგაში. მას ამისთვის 69 მატჩი დასჭირდა. უფრო სწრაფად 50-გოლიან ნიშნულამდე მიაღწიეს რუუდ ვან ნისტელროიმ (68 მატჩი) და ალან შირერმა (66).

ლივერპულმა 82 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნდა. მას ორი ქულით ჩამორჩება მანჩესტერ სიტი, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს. 24 აპრილს პეპ გვარდიოლას გუნდი მანჩესტერ იუნაიტედს შეხვდება.