სალაჰი შეიძლება პსჟ-ში გადავიდეს, რითიც ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა თავისი გუნდისთვის ახალი ლიდერის ძიებაშია, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს ზაფხულში „რეალში“ წასული კილიან მბაპე, – წერს გაზეთი El Nacional-ი.
როგორც იტყობინებიან, პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი შეეცდება, უზრუნველყოს „ლივერპულის“ ლიდერის, მოჰამედ სალაჰის ტრანსფერი.
პარიზში მზად არიან, წელიწადში 40 მილიონი გადაუხადონ ეგვიპტელს, რომლის კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. გარდა ამისა, ამ თანხას დაემატება სხვადასხვა ბონუსი, რითიც სალაჰი გახდება ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი.
პარიზში იმედოვნებენ, რომ 32 წლის სალაჰი კვლავაც გამოთქვამს უმაღლეს დონეზე თამაშის ამბიციას, რის გამოც არ განიხილავს საუდის არაბეთში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაშის ვარიანტს.