სალაჰი, შეიძლება, კრიშტიანო რონალდოს თანაგუნდელი გახდეს #1TVSPORT

14:35, 26.04.2026

„ლივერპულის“ ფორვარდმა, მოჰამედ სალაჰმა, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, შეიძლება, კარიერა საუდის არაბეთის ლიგაში გააგრძელოს.

ადგილობრივი გამოცემი,ს Okaz-ის ინფორმაციით, „ალ-ნასრის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟორჟე ჟესუსმა მოიწონა კლუბის სურვილი, გაიფორმოს 33 წლის ეგვიპტელი.

სალაჰი „ალ-ნასრში“, შეიძლება, გახდეს ისეთი მოთამაშეების თანაგუნდელი, როგორებიც არიან კრიშტიანო რონალდო, სადიო მანე, ჟოაო ფელიქსი და კინგსლი კომანი.

მიმდინარე სეზონში ფორვარდმა ყველა ტურნირზე 39 მატჩში 12 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი