სალაჰი, რონალდუ და მოდრიჩი ფიფა-ს წლის ფეხბურთელის პრიზისთვის იბრძოლებენ
სალაჰი, რონალდუ და მოდრიჩი ფიფა-ს წლის ფეხბურთელის პრიზისთვის იბრძოლებენ

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ დაასახელა 2017-2018 წლების სეზონის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე (The Best) სამი ნომინანტი. „შორტ-ლისტში“ მოხვდნენ: კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”/”იუვენტუსი”, პორტუგალიის ნაკრები), ლუკა მოდრიჩი (“რეალი”, ხორვატიის ნაკრები) და მოჰამედ სალაჰი (“ლივერპული”, ეგვიპტის ნაკრები).

საინტერესოა, რომ ზუსტად ეს სამეული აცხადებდა პრეტენზიას უეფა-ს ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე, რომელიც, საბოლოოდ, მოდრიჩმა მოიგო.

სამეულში ვერ მოხვდა „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი. პირველად ბოლო 12 წლის განმავლობაში, არგენტინელს ვერ ვხედავთ საბოლოო სიაში.

დაჯილდოების ცერემონია 24 სექტემბერს, ლონდონში გაიმართება.