სალაჰი „რეალს“ ესაუბრება
სალაჰი „რეალს“ ესაუბრება

„ლივერპულის“ ფორვარდს მოჰამედ სალაჰს მადრიდის „რეალში“ კარიერის გაგრძელების შანსი გაუჩნდა.

„კანალ პლუსი“ (Canal +) ჟურნალისტმა ფილიპ კრაიონმა განაცხადა, რომ 26 წლის ეგვიპტელის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები ესპანურ გუნდთან. კრაიონმა დაამატა, რომ მხარეებს შორის დიალოგი საწყის სტადიაზეა.

სალაჰის კონტრაქტი მერსისაიდელებთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში სალაჰმა „ლივერპულში“ 51 მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი პასი შეასრულა.