სალაჰი „ლივერპულთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
სალაჰი „ლივერპულთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT

„ლივერპული“ ახლოს არის კონტრაქტის გაგრძელებასთან ფორვარდ მოჰამედ სალაჰთან.

მოქმედი ხელშეკრულება მხარეებს შორის 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

როგორც გაზეთი Mirror წერს, 32 წლის ფეხბურთელი თავდაპირველად ითხოვდა ახალ სამწლიან კონტრაქტს, „ლივერპულს“ კი ერთი წლით სურდა ხელშეკრულების გაგრძელება. საბოლოოდ, მოლაპარაკებების შედეგად, კლუბი და ფეხბურთელი მივიდნენ კომპრომისზე ორწლიანი კონტრაქტის სახით.