სალაჰი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ხდება 1TVSPORT

09:40, 26.12.2021

„ლივერპულის“ ფორვარდი მოჰამედ სალაჰი, შესაძლოა, ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს.

ამ მომენტისთვის კლუბი აგრძელებს ეგვიპტელ ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს ახალი კონტრაქტის თაობაზე. ESPN-ის ინფორმაციით, ფორვარდის ხელფასმა შეიძლება კვირაში 500 ათას ფუნტს გადააჭარბოს.

სალაჰის მოქმედი ხელშეკრულება „ლივერპულთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მსგავსი