სალაჰი - ინგლისის ჩემპიონობის სანაცვლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებას დავთმობდი
სალაჰი - ინგლისის ჩემპიონობის სანაცვლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებას დავთმობდი

მოჰამედ სალაჰი აცხადებს, რომ მზად არის პრემიერ ლიგის ჩემპიონობის სანაცვლოდ უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე უარი თქვას.

„გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩემპიონთა ლიგაა“, – ამბობს ლივერპულის ეგვიპტელი ლეგიონერი, – „მაგრამ კლუბისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის ასეთი პრემიერ ლიგაა. ამიტომ, მე მზად ვარ პირადი ოცნება საერთო ოცნებას შევწირო. თუმცა, თუ წელს ორივეს მოვიგებთ, ეს ყველაზე კარგი იქნება“.

იურგენ კლოპის გუნდი ამჟამად პრემიერ ლიგაში მეორე ადგილზეა და ჩემპიონატის დასრულებამდე რვა ტურით ადრე ერთი ქულით ჩამორჩება მანჩესტერ სიტის.

ლივერპული ინგლისის ჩემპიონი ბოლოს 1990 წელს გახდა, როდესაც ტურნირს ჯერ კიდევ პირველი დივიზიონი ერქვა. რაც შეეხება პრემიერ ლიგას, ის 1992 წელს შეიქმნა და მერსისაიდელებს ჯერ ტურნირი არც ერთხელ არ მოუგიათ.

შეგახსენებთ ასევე, რომ ოთხშაბათს, 13 მარტს, ლივერპული ჩემპიონთა ლიგის  განმეორებით მერვედფინალურ მატჩში სტუმრად შეხვდება მიუნხენის ბაიერნს. პირველი მატჩი ენფილდზე ნულოვანი ფრით დასრულდა.